ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

0
140

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” (DGG) ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ერთ დღეს გაატარებენ და საჯარო მოხელეების სამუშაო პროცესის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შევხვდი. ახალგაზრდებთან ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ვისაუბრე და მათ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ვესაუბრე. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც გამაცნეს. ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

წინა სტატიაეკა ხორბალაძე Schwarzman-ის პირველი ქართველი სტიპედიანტია
შემდეგი სტატიაგადაცემა „ჩვენი საქმის“ სტუმარი ტარიელ ხარაიშვილი

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ