ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დაიწყო

0
97

პირველი თებერვლიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ყველა სოფელში საერთო კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს დაასახელებს.

პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი, წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სენებში, ბერთაკარში, იწრიასა და ძეძვნარიანში მოსახლეობას შეხვდა,  ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული პრობლემები და საჭიროებები, რომელიც ძირითადად გარე განათების დასრულებას და შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოებს ეხება.

მიმდინარე წელს, მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 სოფელსა და დაბისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიალელა გელაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ