ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ბოლნისის მუზეუმში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ბოლნისის მუზეუმმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომლის მიზანი ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაა.

პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ჩაშლილი სამიზნე ჯგუფები და მიზნები, სადაც 4 ძირითადი მიმართულებაა გამოკვეთილი. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაძლიერებას, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშგება და ხელი შეეწყოს საზოგადოებრივ ჩართულობის გააქტიურებას როგორც ბიუჯეტირების, ისე დაგეგმარების პროცესში; საზოგადოებრივი ორგანიზაციების და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებას და ფინანსურ თანადგომას, ბენეფიციარების საჭიროებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების განხორციელების მიზნით; მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების გაძლიერებას და ფინანსურ თანადგომას; ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების გაძლიერებას, რათა მართებულად იყოს გაშუქებული ადვოკატირების კამპანიების მიმდინარეობა და შედეგები. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ის 42 თვე გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები