ბოლნისის მუზეუმის შესახებ პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო ბროშურა და გზამკვლევი დაიბეჭდა

0
177

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა, ფონდ „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან“ ერთად, აშშ საელჩოს დაფინანსებით და მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,ბოლნისის მუზეუმი – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის კერა“. პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებზე დაყრდნობით შემუშავდა და დაიბეჭდა რამდენიმე სახის სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი, რომლის პრეზენტაციაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში შედგა.

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ შემუშავებულ იქნა ბროშურა პედაგოგებისთვის, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა. მოსწავლეებისათვის შეიქმნა ბროშურა გასართობი კითხვებითა და სახალისო-შემოქმედებითი დავალებებით, მუზეუმში სტუმრად მოსული ოჯახებისათვის კი მომზადდა და დაიბეჭდა სპეციალური გზამკვლევი, რომელიც სახალისოს ხდის მუზეუმის ერთად დათვალიერებას როგორც ოჯახის მცირეწლოვანი, ასევე ზრდასრული წევრებისთვის.

პროექტის შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მიაწოდა. პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა სკოლის პედაგოგი ესწრებოდა.

 

წინა სტატიაქალაქ ბოლნისში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო ბოლნისში

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ