
ბოლნისის მუნიციპალიტეტში განმეორებითი თერმოსკრინინგი განახლდა. პროცესის რამდენიმე დღით შეჩერება შესაბამისი სამედიცინო პერსონალის თვითიზოლაციამ და საკარანტინე სივრცეში გადაყვანამ გამოიწვია. ადგილბრივი სამედიცინო რესურსის სიმცირის გამო სიპტომების კვლევა მოხალისეებმა დაიწყეს, თერმოსკრინინგში აქტიურად ჩაერთო ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი. გოგი მეშველიანი სოფელ ფარიზში მოხალისეთა ერთ-ერთ ჯგუფს შეურეთდა, პირადად მივიდა ყველა ოჯახში და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარობა გადაამოწმა. მუნიციპალიტეტში ბოლნისის ჯანდაცვის სამსახურისა და დაავადებათაა კონტროლის ცენტრის მიერ გამოგზავნილი ეპიდემიოლოგების ჯგუფის მიერ აქტიურად გრძელდება სპეციალური ანალიზების აღება, უახლოეს დღეებში რამდენიმე ჯგუფის დამატება კვლავ მოხდება, რათა მთლიანამდ მოხდეს რისკ ჯგუფებისა და კონტაქტში მყოფი პირების გადამოწმება.