ბოლნისის კულტურის სახლში ანსამბლმა „დიდგორმა “ პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში, შემოქმედებითი საღამო გამართა.
მგალობელ- მომღერალთა გუნდმა ბოლნისელი მსმენელისთვის მრავალფეროვანი რეპერტუარი წარდგა. ღონისძიებაზე შესრულდა როგორც ტრადიციული ხალხური სიმღერები, ასევე საგალობლები.პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.
კონცერტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორი სოსო კოპალეიშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა, საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით, იგი იძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს. ანსამბლი აქტიურად მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.