[:en]ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი მუშაობას 29 მაისს განაახლებს[:]

0
113
[:en]

ბოლნისის მუნიცპალიტეტში 23 მაისიდან საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლირებადი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 29 მაისს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებს პარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება და სპორტული და კულტურული აქტივობების გამართვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს დამსვენებელთა მიღება კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დროებით ჰქონდა შეჩერებული.

[:]
წინა სტატია[:en]Kveşi qalasına gedən yol təmir edilir.[:]
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალს 100 წლის იუბილე მიულოცა[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ