ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში პარკის სტადიონზე შეიცვლება მინდვრის საფარი, გადაიხურება ტრიბუნები, მოეწყობა სველი წერტილი და გასახდელები. ასევე მოიკირწყლება სტადიონამდე მისასვლელი გზა, აღდგება შემოღობვა და შეიცვლება მინდვრის განათება.
მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
,, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ორ თვეში დასრულდება ბოლნისის კულტურისა და პარკში მინი სტადიონის რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და მომავალში წარმატებებს მიაღწიონ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.