ბოლნისის თეატრის პრემიერა წარმატებით შედგა

0
93

პრემიერები, ახალი ინტერპრეტაციები, მიმდინარეობები, თემატიკა, მოწვეული რეჟისორები და მსახიობები – ასეთია ბოლო პერიოდის თეატრალური ცხოვრება ბოლნისში. მუნიციპალურმა თეატრმა, ამჯერად,  ზღაპრად დადგმული დღევანდელი რეალობა, სცენაზე წარმოგვიდგინა. ირაკლი სამსონაძის „ინდაურის კვერცხის“ ერთ-ერთი სერია, „ხაფანგი“ მოწვეულ მსახიობთან, დავით ხახიძესთან, ერთად დაიდგა.

მოწვეული რეჟისორის ლევან ხვიჩიას მიერ, საკუთარი ინტერპრეტაციით დადგმული სპექტაკლი, ემოციური აღმოჩნდა მაყურებლისთვის. დარბაზი ზუსტად აღიქვავდა იმ მესიჯებს, რაც სპექტაკლიდან მოდიოდა. სიყვარული, ვნება, ღალატი, შურისძიება, ერთგულება- ეს ყველაფერი კომედიური ელემენტებით იყო გადმოცემული. მოწვეულ რეჟისორთან და მსახიობებთან მუშაობა საინტერესო იყო ბოლნისის თეატრის დასისთვის.

პროექტის ფარგლებში დასახული ახალი სტრატეგია, ბოლნისის თეატრს განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, რაც  უფრო გაზრდის დასს, მაყურებლის ოდენობას და  გემოვნებას. ბოლნისის თეატრი მაყურებლის წინაშე 7 ივნისს წარსდგება სპექტალით „კრიტი“, შემდეგ იქნება არაერთი გასტროლი. რაც შეეხება სიახლეებს, სექტემბრიდან უამრავ სიურპრიზს გვპირდებიან.

წინა სტატიაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სოფელ ნახიდურის სსსმ და შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს
შემდეგი სტატია            ბავშვთა საერთაშორისო დღე ბოლნისში

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ