ბოლნისის ეპარქია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს

0
184

10 თებერვალს ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, მეუფე ეფრემმა მესტიისა და ზემო სვანეთის, რუის-ურბნისის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსებთან ერთად, სინანულის მოძღვრის – წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღე საზეიმო წირვა-ლოცვით აღავლინა. რის შემდეგაც მეუფეებმა და სხვა სასულიერო პირებმა ბოლნელ ეპისკოპოსს ეს დღე მიულოცეს, წმინდა ეფრემ ასურის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცეს.

მეუფე ეფრემი ბოლნისის ეპარქიაში უკვე 16 წელია მოღვაწეობს და მის ღვაწლს  არაერთი ტაძრის აღდგენა-რეაბილიტაცია უკავშირდება.

საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

წინა სტატია„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ხატისოფელში, ვანათში, სამტრედოსა და რაჭისუბანში გაიმართა
შემდეგი სტატია,,ჩემი ნახატების არსებობის მიზეზი, ადამიანების მიმართ სიყვარულია“

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ