ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონიდან მხოლოდ „ბოლნისის აგროცენტრმა“ მიიღო. აგროცენტრმა დამთვალიერებელს ცენტრში არსებული სერვისებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოფენის სტუმრებს აგროცენტრის სტენდთან ასევე ბოლნისურ საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.ღონისძიება საზეიმოდ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. გამოფენას ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.
,,ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
მსგავსი სტატიები