სამშაბათი, იანვარი 14, 2025
spot_img
Homeსოფლის მეურნეობაბოლნისელ მევენახე ფერმერებთან თემატური შეხვედრა გაიმართა

ბოლნისელ მევენახე ფერმერებთან თემატური შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის აგროცენტრის ინიციატივით, მევენახე ფერმერებთან და მეღვინეებთან 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

აგროცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მინდიაშვილმა მევენახე ფერმერებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია წელს ყურძნის მოსავლის ნაწილის ხარისხის შემცირება. ამასთან, მიმდინარე წელს, წინა წლებთან შედარებით, ყურძნის მოსავალიც საგრძნობლად შემცირებულია, რამაც თავის მხრივ, ყურძენზე მოთხოვნა და ფასის ზრდა განაპირობა. შესაბამისად, დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მეღვინეების ინტერესების გათვალისწინებით, მოხდება ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.

აღსანიშნავია, რომ რთველის დაწყებამდე, ბოლნისის აგროცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები