ბოლნისელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

0
381

ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ჭაბუკთა შორის,  მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირი ორდღიანი იყო და მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. გამარჯვებულები 27 მარტს, ფინალური ტურით გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ათმა ბოლნისელმა სპორტსმენმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

I ადგილები (ჩემპიონები)

  1. 27 კგ.  ლაზარეიშვილი დავითი
  2. 30 კგ. ახობაძე ანდრია
  3. 38კგ. კვიციანი ნიკა
  4. 49 კგ. კორძაია საბა
  5. 50 კგ. ქარჩავა საბა

III ადგილი  (პრიზიორები)

  1. 55 კგ. ავალიანი გიორგი
  2. 30 კგ. ახობაძე ანდრია
  3. 27კგ. ლაზარეიშვილი დავითი
  4. 30 კგ. ფოფხაძე ნიკა
  5. 50 კგ. მამედოვ მახმუდ
წინა სტატიასოლიდარობის აქციას კაზრეთის მეორე საჯარო სკოლაც შეუერთდა
შემდეგი სტატიააშშ-ს ელჩი ნახიდურის სკოლას სტმრობდა