კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
HomeTVბოლნისელმა დავით ელოშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ბოლნისელმა დავით ელოშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე, 33 ქვეყნის წინ აფრიალებული ქართული დროშა და გაჟღერებული ჰიმნი, ეს იყო ყველაზე დიდი ემოცია, რომელიც დავით ელოშვილმა ყაზახეთში, ქ. ალმათაში xxv მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების დროს განიცადა. დათოსა და მისი ოჯახის დიდი სიხარული მეზობლებმაც გაითავისეს და დღეს, მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ  სპორტსმენს ლამაზი შეხვედრა მოუწყვეს.                                                                                                                 

პარასპორტსმენმა დავით ელოშვილმა xxv მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც 80+ კილოგრამ წონით კატეგორიაში მკლავჭიდში ასპარეზობდა და მარცხენა ხელით პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონატამდე დავითი იყო არაერთგზის  სხვადასხვა ჩემპიონატისა და ტურნირის გამარჯვებული. როგორც  გვიყვება, ამ ტიტულის მოსაპოვებლად მას დიდი შრომა დასჭირდა.                       

მსოფლიო ჩემპიონატის  პირველი ადგილის მფლობელის ტიტულს, იმ დიდ სიხარულს და სიამაყის შეგრძნებას, რომ 33 ქვეყანას შორის გამარჯვებით შენს ქვეყანას ასახელებ და საქართველოს აცნობ ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ზღვა ემოციაა, რომელიც ოჯახმა და დათოს პატარა უბანმა ერთად აღნიშნეს.                       

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები