[:en]ბოლნისელი სპორტსმენები, სპორტის დღესთან დაკავშირებით, „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ[:]

0
69
[:en]

6 აპრილს სპორტული სამყარო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ამ დღის აღნიშვნამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

ბოლნისელი სპორტსმენები ფრიდონ გიგანი, ოთარ მამულაშვილი, ლერი დადვანი, ნოდარ ბერიანი და მწვრთნელი შერმადინ დადვანი სპორტის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ და ე.წ „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ.

„თეთრი ბარათის“ კამპანიაში საქართველო პირველად შარშან ჩაერთო. აქციის მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება, ტოლერანტობისა და მშვიდობის იდეის პოპულარიზაციაა. სპორტის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

ბოლნისელი სპორტსმენები მოგიწოდებენ დარჩეთ სახლში და დაიცვათ საკარანტინო მდგომარეობით განსაზღვრული წესები და რეკომენდაციები.

[:]
წინა სტატია[:en]საკარანტინო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი უფასო ცხელი ხაზი[:]
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ცხელების ცენტრი გაიხსნა[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ