ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
spot_img
HomeTVბოლნისელი სპორტსმენების წარმატება კიკბოქსინგში

ბოლნისელი სპორტსმენების წარმატება კიკბოქსინგში

საქართველოს ტაილანდური  კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით,  ქალაქ თბილისში, საქართველოს 31-ე ჩემპიონატი ჩატარდა კიკბოქსინგში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან არსებულმა კიკბოქსინგის სპორტსმენებმა ნოვიკ ახაშვილის ხელმძღვანელობით.

ყოველწლიურ ჩემპიონატში ბოლნისიდან 20-მდე სპორტსმენი ჩაერთო და რამდენიმე დღიანი ორთაბრძოლებით გამოვლინდნენ  პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში.

ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 600-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, თუმცა აღსანიშნავია ბოლნისელი სპორტსმენების ჩართულობა, რომლებმაც საპრიზო  ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ჩემპიონატში კიკბოქსინგში, ბოლნისელი სპორტსმენები ყოველწლიურად ერთვებიან, ტრადიციულად საპრიზო ადგილებით ბრუნდებიან და მუნიციპალიტეტის მერიისგან, მიღწეული შედეგებისთვის, სტიპენდიითაც ჯილდოვდებიან.

როგორც მწვრთნელი ნოვიკ ახაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, აღნიშნული სპორტის განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი შედეგისთვის, აუცილებელია ინფრასტრუქტურულად შესაბამისი გარემო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები