ოთხშაბათი, ივნისი 12, 2024
spot_img

ბოლნისელი თათია მინდიაშვილი აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულია

22 ნოემბერს, რიგით მესამე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023, საზეიმო ვითარებაში დასრულდა, სადაც  ქვეყნის  მასშტაბით, 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. რამდენიმე ეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში, (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი, მოსწავლე) 6 საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე),  39 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის მესამე ადგილი, მოსწავლის კატეგორიაში, ბოლნისელმა , პირველი საჯარო სკოლის მერვე  ბ კლასის მოსწავლემ, თათია მინდიაშვილმა მიიღო.

   ეროვნული        აგრარული ოლიმპიადა საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება და აგრარული განათლების,  სპეციალობების და პროფესიების პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ, ისახავს მიზნად. აგრო ოლიმპიადა   წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შფასების ერთად ერთ პლატფორმას, რომელსაც საქართველოში და ზოგადად, რეგიონში ანალოგი არა აქვს.

ერონული აგრაგული ოლიმპიადა 2021 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  ორგანიზებით იმართება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები