ბოლნისის კულტურის სახლში ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ „ბოლნელასა“ და სენაკის ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „მუსიკელის“ ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ მსმენელს საშუალება ჰქონდა მრავალხმიანობითა და დიალექტური მრავალფეროვნებით, ქართული ტრადიციული სიმღერები და საგალობლები მოესმინა.
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“, დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ინიციატივითა და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, 2012 წელს შეიქმნა და დღემდე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და საერთაშორისო კონკურსებში. რაც შეეხება ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლს „მუსიკელი“, 2019 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია გააცოცხლოს ძველი მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშები.