[:en]
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, საქართველოში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღსაზრდელისთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქტების პაკეტების გადაცემა რამდენიმე ეტაპად, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში ხორციელდება.
დღეს საბავშვო ბაღში პროდუქტების გაცემა მრავალშვილიან, მარტოხელა და სოციალურად შეჭირვებულ 11 ოჯახს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნორმა გადაეცათ. პროცესს ესწრებოდა ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების დირექტორი ლელა გოგმაჩაძე.