ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. პატარების განწყობაზე ანსამბლი „იმედი“ და მისი ხელმძღვანელი ლაურა დურგლიშვილი დილიდან ზრუნავდნენ. თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „წითელქუდა“ წარმოადგინა, რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსურველებს სახეს უხატავდნენ.
მთელი დღეს მანძილზე მოწყობილ გასართობ სივრცეებში, ბავშვებისთვის, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართა.
ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლის პირველი ივნისიდან, ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.