ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კაზრეთის კულტურისა და დასვენების პარკში.საბავშვო-გასართობი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიება შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული და ემსახურებოდა სხვადასხვა სახალისო თამაშებით ბავშვების ერთმანეთთან სოციალიზაციასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
კულტურულ- შემეცნებითი და სპორტული აქტივობები 14 საათზე დაიწყო. აქ მოსულ სტუმარს შეეძლო ადგილობრივი ხელოვანების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება, სპორტული კუთხეების მონახულება, ტურნირებში ჩართვა და დაჯილდოების ღონისძიებებზე დასწრება. პატარებისთვის დამონტაჟებული იყორ ბატუტი, მოწვეულები იყვნენ ანიმატორები, იფრქვეოდა ულამაზესი საპნის ბუშტები.
დღის მეორე ნახევარში დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, მთელი დღის აქტივობების დასასრულს კი ადგილობრივების წინაშე, გია ტატიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე’’ სოლო კონცერტით წარსდგა. დაუვიწყარი ღონისძიებები დაბა კაზრეთში კომპანია არემჯის და კულტურის სახლის ორგანიზებით უკვე მეშვიდე წელია იმართება და ის ყოველწლიურად უფრო მეტ მასშტაბებს იძენს.