პარასკევი, მაისი 24, 2024
spot_img

ახალწვეულების წარდგენა საფეხბურთო კლუბ „სიონში“

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ახალწვეულების წარდგენა გამართა. კლუბის მესვეურებმა სტუმრებს და გულშემატკივრებს ახალ მოთამაშეებთან ერთად, სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

„სიონი“ ახალ სეზონს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს.  წლევანდელ სეზონს, ბოლნისური კლუბი მაკრონის ფირმის მაისურებით იასპარეზებს. კვლავ უცვლელი რჩება სათამაშო მაისურის ფერები. გუნდი საშინაო მატჩებს ყვითელი, ხოლო გასვლით მატჩებს შავი ფერის მაისურებით ჩაატარებს.

კლუბის არსებობის განმავლობაში, წელს პირველად ყალიბდება საფეხბურთო სკოლა „სიონი“, რომელიც ახალი თაობის  გაზრდაზე იქნება ორიენტირებული. სკოლაში აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ექნებათ პერსპექტივა, რომ ასპარეზობა ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ რიგებში გააგრძელონ.

ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,  პირველი მოადგილე,  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომპანია ,,არემჯის“ სიესარ მენეჯერი და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ  ახალწვეულებს  მაისურები გადასცა და „სიონს“ ეროვნულ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

უცვლელი რჩება კლუბის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯი“ , რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მთავარი დამსაქმებელია და რეგიონში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხელს უწყობს როგორც პროფესიონალურ გუნდებს, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენებს. 

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები