ლალი ასათიანი ქალ მეწარმეთა კლუბის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც საგრანტო პროექტით „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ დაფინანსება მოიპოვა, რამაც მცირე ბიზნესსაქმიანობა მისთვის უფრო მარტივი, მოქნილი და მომგებიანი გახადა. ლალის წლების მანძილზე კერვა მოძველებული საკერავი მანქანით უწევდა, რომელიც ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა და ხელს უშლიდა მის ბიზნესს. CARE Caucasus პროგრამის „ქალის ძალა, ქალის მომავლის“ ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა თინა დადვანმაც, მან ფიტნეს დარბაზს რამდენიმე უმაღლესი ხარისხის ტრენაჟორი შემატა, რომელმაც კიდევ უფრო გაუზარდა მომხმარებელი და მისცა შესაძლებლობა, ბიზნესის გაფართოების მიზნით, კიდევ ერთი სპორტული დარბაზი გახსნას.
ანა არქანიაც კლუბის წევრია, ერთ-ერთი სემინარიდან გაიგო, რომ სურვილის შემთხვევაში მისი იდეა განხორციელდებოდა, დაწერა ბიზნეს გეგმა, გაიარა ტრენინგები და ყველა ის რჩევა გაითვალისწინა, რაც მის საქმიანობას მარტივს და მომგებიანს გახდიდა. ანამ საგრანტო პროექტით დაფინანსება მოიპოვა და ულტრათანამედროვე ლაზერული ეპილაციის აპარატი შეიძინა.
ქეა კაუკაზუს პროგრამა „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან ხორციელდება და ქალებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, ამისთვის ორგანიზაციამ ქალ მეწარმეთა კლუბი ჩამოაყალიბა, სადაც ერთი იდეის ქვეშ ათობით ქალი გააერთიანა.