შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
spot_img

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ტრადიციულად კვლავ გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი, აღიმართა დროშა და ქალაქ  ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსწავლე-მასწავლებლებს და მათ მშობლებს, ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება სკოლის ხელმძღვანელობამ მიულოცა.

მილოცვასთან ერთად, გასული წელი შეაფასეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა მოსწავლეებს ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ.

ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი, განახლდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და  კერძო სკოლაში, გარდა იმ სკოლებისა, სადაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

16 სექტემბერს ზარი ყველა კერძო და საჯარო სკოლაში დაირეკა. სკოლის კარი პირველად 700-ზე მეტმა პირველკლასელმა შეაღო და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები