ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ახალგაზრდულმა სათემომ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნა

ბოლნისის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული სათემოს ორგანიზებით, 20 მარტს, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩინარა ნაბიევამ ნოვრუზ ბაირამის ტრადიციაზე და მნიშვნელობაზე პრეზენტაცია გააკეთა. მონაწილე ახალგაზრდებმა აზერბაიჯანული და ქართული მუსიკალური, ქორეოგრაფიული და მხატვრული ნომრები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა მიმართა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და სათემო ცენტრის ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

აღნიშნული ღონისძიება უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია და კულტურათა შორის ურთიერთობები.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ახალი წლის და ახალი იმედების დღესასწაულად იწოდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები