იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლუკა გაბიძაშვილის ,,ესე’’ 100 საუკეთესო ნაშრომს შორის გამარჯვებულად დასახელდა, მას პროექტის ავტორებისგან პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.
ლუკა საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში ,,ახალგაზრდული ხედვა – ახალგაზრდული ხმა“ სხვა თანატოლებთან ერთად ჩაერთო, ესე ,,საქართველო და ევროკავშირის’’ შესახებ მოამზადა. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა, სადაც 14დან – 25 წლამდე ახალგაზრდბს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. კონკურსმა მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებმა საკუთარი ხედვები სტატიის, ესესა და ბლოგის სახით წარადგინეს თემაზე ევროინტეგრაცია, ნატო და ქვეყნის დასავლური პროგრესი. საგანმანათლებლო პროექტ „კენწეროს“ ესეების კონკურსში ხუთი გამარჯვებული დასახელდა, მათი ნაშრომები არასამთავრობო ორგანიზაცია სექტორი 3 და სექტორული ანალიზის გვერდძე განთავსდება, საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორს პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა, ორი კი სტაჟირების არასამთავრობო ორგანიზაციაში გაივლის. „კენწერო“ ახალგაზრდებს მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს სთავაზობს.
ლუკა გაბიძაშვილი- კონკურსის გამარჯვებული:
-როდესაც დავრეგისტრირდი მიზანი იყო გამეზარდა ცნობიერება არაფრომალური განათლების კუთხით. არ ველოდი გამარჯვებას რადგან მთელი საქართველოს მაშტაბით ჩაერთვნენ მოსწავლეები და კონკურენციაც შესაბამისად მაღალი იყო მაგრამ გავიმარჯვე,რაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. მნიშვნელოვანია იმ პროექტში გამარჯვება, რომელასაც მხარს გაერთიანებული სამეფოს , ევროკავშირისა და კანადის საელჩოები უჭერენ.ეს მაძლევს მოტივირებული მუშაობის სტიმულს. სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ მაშტაბის პლატფორმის დაარსებიდან არც თუ ისე დიდი ხანია გასული და ასეთი საგანმანათლებლო პლატფორმის ,,კენწეროს’’
კონკურსის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული ხარ შენს სკოლასთან ერთად.