სოფელ ხატისოფლის ახალგაზრდებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო კაბინეტში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა მერის თანაშემწე ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში. საინიციატივო ჯგუფმა მერს ინფორმაცია მიაწოდა ფონდ „ორბელიანი საქართველოს – იდეების კონკურსის შესახებ, სადაც მათმა წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა და ხუთიათას ლარიანი გრანტი მოიგო. აღნიშნული თანხით სოფელში სკვერის მოწყობა იგეგმება, ადგილი უკვე შერჩეული აქვთ. მერმა მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღუთქვა, მუნიციპალიტეტი სკვერის მოწყობისთვის გასაწევ ყველა ტექნიკურ სამუშაოს თავად შეასრულებს.
ევამარია თამაზაშვილი, საინციატივო ჯგუფის წევრი:
,,მივიღეთ მონაწილეობა ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს’’ მიერ გამოცხადებულ კონკურში – სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა, სადაც გავიმარჯვეთ,ჩვენ გვინდა სოფელში გავაკეთოთ სკვერი,მუნიციპალიტეტის მერს შევხვდით, ვთხოვეთ დახმარება სხვადასხვა საკითხებში, რაზეც მხარდაჭერა მივიღეთ. იმედი გვაქვს, მალე დავიწყებთ სკვერის მოწყობის სამუშაოებს
,,დღეს, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრებს შევხვდით, განვიხილეთ დაფინანსებული პროექტის თითოეული დეტალი. გავაანალიზეთ პროექტის სამომავლო შედეგები და შევთანხმდით თანამშრომლობაზე. მუნიციპალიტეტი სკვერის მოწყობისათვის გასაწევ ყველა ტექნიკურ სამუშაოს თავად შეასრულებს. ახალგაზრდებს დაეხმარება ტერიტორიის დასუფთავებაში, მოსწორება, შემოღობვა, გამწვანება, სკამებისა და საქანელების მონტაჟში. ახალგაზრდობის პერიოდი, ეს შესაძლებლობის განვითარების საუკეთესო პერიოდია. ახალგაზრდებს აქვთ მრავალი იდეა, რომელთა პროექტებად გარდაქმნაც ძალზედ რთულია. ამჟამად მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტი მომავალშიც ყოველთვის ხელს შეუწყობს ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების დაფინანსებას.’’-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში სალომე საგინაძემ