კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
HomeTVახალგაზრდა ძიუდოისტები საგამოცდო პროცესში ჩაერთვნენ

ახალგაზრდა ძიუდოისტები საგამოცდო პროცესში ჩაერთვნენ

დღეს, ბოლნისის ძიუდოს სკოლაში, ძიუდოს ფედერაციის პროექტის „მილიონი ლარი მწვრთნელებისთვის,ძიუდო მოქნილი გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში, ქვემო ქართლის ასამდე სპორტსმენს სწავლება ჩაუტარდა. 2009-2014 წლამდე დაბადებული ძიუდოისტები, განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, სისტემატიურად ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესებში, სადაც მიღებული ქულების რაოდენობით შეირჩევიან სარეიტინგო ტურნირებისთვის. პროექტის ფარგლებში, ძიუდოისტებს კვალიფიციური ინსტრუქტორები მეტ და სიღრმისეულ ცოდნას მიაწვდიან ძიუდოზე, რათა სპორტის ეს სახეობა, მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს. პროექტი „Judo მოქნილი გზა წარმატებისკენ“ გასული წლიდან დაიწყო და მისი მიზანია, ძიუდოს სიღრმისეულად შესწავლა, პოპულარიზაცია და მწვრთნელის ინსტიტუტის გაძლერება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები