„გადავარჩინოთ სოფელი გუგუთი“ – ამ სახელწოდებით სოფელ გუგუთის სკოლაში აქცია ჩატარდა. სკოლა დახურვის საშიშროების წინაშეა, რადგან აქ მხოლოდ სამი მეცხრე კლასელი მოსწავლეა, სტუდია „გუთანმა“ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ მიზნად სკოლის გადარჩენა დაისახა და პროექტ „სამშობლოს მცოდნეობის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შენობა ერთი დღით რუსთავის სამრევლო სკოლა „მთაწმინდელის“ მოსწავლეებმა აახმიანეს, რომლებმაც პატრიოტული კომპოზიცია „ხანძთის ზარი“ წარმოადგინეს, შეხვედრას საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, სოფელ გუგუთის გარაჩენის აქციას ბოლნისელი ჩოხოსნები შეუერთდნენ.
პოპულარული სიახლეები
მოხალისეობა ბუმერანგივითაა, როდესაც გავცემ სითბოს,სიყვარულს, ენერგიას, ცოდნას, ორი იმდენი მიბრუნდება
5 დეკემბერს, მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართული არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ა.შ.ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად, ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება.. ჩვენ ყველას...