აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მეომრის ლევან მემანიშვილის ნეშტი იდენტიფიცირებულია

0
64

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.23 აპრილს, 15:00 საათზე მოხდება იდენტიფიცირებულ 12 ნეშტთან ერთად, ლევან მემანიშვილის ნეშტი, ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადასვენება. 24 აპრილს, 16:00 საათზე კი ქ. ბოლნისში ლევან მემანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება. აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი, სამხედრო პატივით, ბოლნისის საძმო სასაფლაოზე დაიკრძალება.

წინა სტატიაჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე – გოგი მეშველიანი
შემდეგი სტატიაელენი ბასილაშვილი საერთაშორისო საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულია

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ