,,არტ-სკოლამ“ ბოლნისში   სტარტი აიღო

0
214

სასკოლო თეატრალურმა ფესტივალმა ,,არტ-სკოლამ“ ბოლნისში წელს პირველად აიღო სტარტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის კერძო დ საჯარო სკოლები, საჩვენებელი  მინი სპექტაკლებით  ჩაერთვებიან.  ფესტივალის საზეიმო გახსნა ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც დაბა კაზრეთის  პირველი   და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, კომპეტენტური ჟიურის წინაშე,  თავიანთი დაწერილი პიესებით წარსდგნენ.

თეატრალური ფესტივალი ,,არტ-სკოლა“ 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია: შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა მოსწავლე-ახალგაზრდებში, კულტურული და განათლებული მომავალი თაობის -თეატრის მაყურებლის აღზრდა,  მსგავსი აქტივობების წახალისება სასკოლო პროცესებში და თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების  ,,სამზარეულოს“ გაცნობა მოსწავლე ახალგაზრდებში.

თეატრალური ფესტივალი პირველ მაისს დაიწყო  და 8 მაისს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.

წინა სტატიამრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის წევრების ვიზიტი არემჯიში

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ