პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
spot_img

არემჯიში სამთოელის დღე აღინიშნება

17 დეკემბერს კომპანია არემჯიში სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უკვე მე-3 წელია, რაც კომპანიამ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და  3500-მდე  დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს სამთოელის დღეს აღნიშნავს.

ტრადიციულად, კომპანიის მენეჯმენტმა წლის ხუთი საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ სამთოელის ჯილდოები გადასცა.

 2021 წლის სამთოელები გახდნენ: არჩილ ჯაყელი – წარმოების დირექტორის მოადილე, რეზო ლობჯანიძე – წარმოების დირექტორის მოადილე, კახაბერ კეკელიძე – სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკის უფროსი, ლალი ჯავახიშვილი – ფეთქი მასალების საწყობის უფროსი და როზა გველესიანი – ინჟინერ-კონსტრუქტორი.

წელს პირველად  დაჯილდოებაზე დასახელდა წლის საუკეთესო დეპარტამენტებიც. სამთოელის ჯილდო კომპანიის კოვიდ 19-ის მართვის ოპერატიულ შტაბს და გარემოს დაცვის დეპარტამენტს გადაეცა.

ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ  2021 წელი შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს, კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ვულოცავ ყველა ჩვენ თანამშრომელს სამთოელის დღეს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის უკან 3500-მდე დასაქმებული და მათი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა დგას, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველა სამთოელს! მათ ვინც ახლაც, სხვადასხვა ლოკაციაზე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და მუშაობს საკუთარი ოჯახის, რეგიონის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.“ – განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის,  არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართული სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა შეაჯამა. მან დამსწრე  საზოგადოებას მიმდინარე წელს კომპანიის მიერ მიღებული ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და  კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები