[:en]არემჯიმ ქვემო ქართლში 500-ზე მეტ ოჯახს სასურსათო კალათი გადასცა[:]

0
64
[:en]

კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა, დაბა კაზრეთში და სოფელ ბალიჭში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო ამანათები დაურიგეს და მათ აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

 დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის  გარდა, არემჯის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 110 ლარიანი სასურსათო კალათები დაურიგდებათ თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტებში (სოფლები: მაშავერა, დიდი დმანისი, ვარდისუბანი, ბექთაქარი, სენები, ტანძია, ჯვარა) მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.  ჯამში კომპანია  სურსათს 500-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს.

„არემჯი ეხმარება ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ეს არის 7 სოფელზე გადანაწილებული 500  სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთაც 110 ლარიანი სასურსათო პაკეტები გადაეცემათ. ჩვენ ერთის მხრივ ვცდილობთ დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს და მეორეს მხრივ გვერდში დავუდგეთ ქვეყნის ეკონომიკას. მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.  ასევე მინდა მადლობა გადავუხადო არემჯის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ამ პერიოდში. მათი თავდაუზოგავი შრომა გვაძლევს საშუალებას ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. “ – განაცხადა არემჯის  კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  კომპანია „არემჯიმ“ COVID – 19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის #StopCoV ფონდში 1.000.000 ლარი ჩარიცხა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს მოხმარდება.

[:]
წინა სტატია[:en]კარანტინის ოცდამერვე დღეს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი აჯამებს[:]
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი თერმოსკრინინგის პროცესში ჩაერთო[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ