12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს არემჯისგან საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცა. სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, არემჯი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სტუ-ს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში.
„გარდა სტუდენტთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია უნივერსიტეტის ლაბორატორიების თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვა. დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი დანადგარები გადაეცა როგორც გამდიდრების, ასევე გეოტექნიკური და გეოლოგიური მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ლექტორებს საშუალება ჰქონდეთ ახალი ტექნიკა-აპარატურით იხელმძღვანელონ და სტუდენტებს თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებზე გაუზიარონ ცოდნა“ – გიორგი ჩხეიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.
არემჯისა და სტუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტისთვის გადაცემული ინვენტარის გამოყენება ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას. ზემოაღნიშნულის გარდა, უნივერსიტეტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კვლევისათვის საჭირო სხვადასხვა ხელსაწყოების შეძენას მოხმარდება.
„ძალიან დასაფასებელია, რომ არემჯი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გვერდში უდგას, როგორც სტუდენტების პროფესიული მხარდაჭერით, ისე – უნივერსიტეტის ტექნიკური ბაზის განახლებით.
ჩვენი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების კვლევებისთვის აქტიურად ვიყენებთ გასულ წელს გადმოცემულ ინსტრუმენტებს, დღეს გადმოცემული ინვენტარი კი – ნიმუშების დასამუშავებელი ხელსაწყო და ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი ძალიან დაგვეხმარება
სასწავლო პროცესში, ლაბორატორიული სამუშაოების დროს და კვლევით ნაწილში.“ – ნოდარ ფოფორაძე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დღის დასასრულს უნივერსიტეტში 3D გეოლოგიური მოდელირების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. 3D გეოლოგიური მოდელირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებული „არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის“
საბაზისო კურსია, რომელიც სტუ-ში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსი, რომელიც 15 სტუდენტმა წარმატებით გაიარა, თანამედროვე გეოლოგიურ პროგრამების შესწავლას ითვალისწინებდა. სტუდენტებმა საბოლოო ნამუშევრები