ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის კონკურსი – არა ძალადობას გამოაცხადა.
ესეების და პოსტერების კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები. ჟიურიმ შეისწავლა თითოეული მათგანი და გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა როგორც გამარჯვებული ესეს, ასევე პოსტერების ავტორები. გამარჯვებული ესეს ავტორი მერვე კლასელი თათია მინდიაშვილი გახდა, რომელსაც სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა, ხოლო პოსტერებში I, II და III ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ, ესენი არიან: დათუნა მელიქიშვილი, ნიკოლოზ აბულაძე და აისუ ალანდაროვა.
ღონისძიებაზე, ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“ წევრმა, ახალგაზრდებს კონკურსის მიზანზე და გენდერის შესახებ ესაუბრა, ასევე აღნიშნულ თემებზე პროექტორზე ნაჩვენები იქნა 2 კლიპი, „შეუძლებელი ოცნება“ და „ნეტავ“, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გენდერის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. დასასრულს კი, გამარჯვებულმა საკუთარი ესე წაიკითხა.