შაბათი, სექტემბერი 14, 2024
spot_img

ამომრჩეველი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში, ამომრჩეველი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს, ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პოტენციური საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცესკოს და სწავლების ცენტრის პროექტი პროფილურია და მიზნად ისახავს დაინტერესებული პირების საუბნო-საარჩევნო კომისიების პოტენციურ წევრებად გადამზადებას, ამასთან კურსი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო კულტურის განმტკიცებას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე კეთდება. საინფორმაციო-სასწავლო პროექტის მონაწილეების ჩართულობით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენებით, ტარდება კენჭისყრის პროცედურების ეპიზოდური ინსცენირება.

ამ ეტაპზე ბოლნისის ოლქში აღნიშნული კურსი გაიარა 300 მეტმა მონაწილემ. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეთა ინფორმირებას, რადგან 2024 წლის არჩევნებს ამომრჩეველი შეხვდეს მომზადებული.

ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვაზე ვრცლად, ბოლნისის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი გვესაუბრა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები