ოთხშაბათი, ნოემბერი 6, 2024
spot_img

ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, კახაბერ კობერიძეს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, ავსტრიის საელჩოსა და CENN-ის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ვიზუალური ნამუშევრების სასკოლო კონკურსის “ბუნების სტუმარი“-ს ერთ-ერთი გამარჯვებულის, ელენე ჟღენტის შემოქმედება ადგილზე დაათვალიერეს და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, ავტორისგან მცირე პრეზენტაციაც მოისმინეს.

სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს,  მონასტრის მარნის ღვინო დააგემოვნეს და ბოლნელი მთავარეპისკოპოსისგან მოისმინეს ტაძრის დაარსების ისტორია.

დღის ბოლოს კი, ბოლნისის მუზეუმში მოეწყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი  ლაურეატი ქალის ერთ-ერთი პირველი ავსტრიელი პაციფისტის ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობის ამსახველი ილუსტრაციის გამოფენის გახსნის ცერემონია, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კულტურის ცენტრის სამსახურის თანამშრომლები და სხვადასხვა სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები