საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის ოლქში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი „ადმინისტრატორის კურსები საუბნო-საარჩევნო კომისიის პოტენციური წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის“. საგანმანათლებლო პროექტი სრულად მოიცავს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების შესწავლას, რომლის მეშვეობითაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის ოლქში 300-ზე მეტი მონაწილე გადის, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებას, რაც არა ერთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტს მოიცავს.