ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ბოლნისში

უკვე მეორე წელია, ისტორიულ გერმანულ უბანში, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იმართება. მეღვინეობით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით და დამახასიათებელი გემოვნური თვისებებით განთქმულ ქალაქში, სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი მთელი დღის მანძილზე ძველ გერმანულ უბანში მიმდინარეობდა, იქ მისულ სტუმარს სხვადასხვა  არომატებით გაჯერებული ღვინოების დაგემოვნების გარდა სასიამოვნო გარემოც დახვდა. ღონისძიებას მუსიკალურად ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“ აფორმებდა.

ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ 87 ღვინის ნიმუში  დააგემოვნა და კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დიდი ოქროს, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები ფესტივალზე საზეიმოდ დააჯილდოვა.

ფესტივალი ბოლნისში არემჯის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს,  ბოლნისის აგროცენტრისა და საქპატენტის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანია მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.

ღონისძიებას  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე ეფრემი და საერთაშორისო ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები