ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
HomeTVადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალბატონებს რვა მარტი მიულოცა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალბატონებს რვა მარტი მიულოცა

დილის 7 საათი, მაშინ როდესაც მთელ ქალაქს სძინავს, გარკვეული სამსახურების თანამშრომლები დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ საკუთარ საქმეს,  მათთვის არ არსებობს დღესასწაულები და დასვენების დღეები დაკისრებული მოვალეობა ყოველდღიურად უნდა შეასრულონ, სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად მიულოცა.

ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ულამაზესი თაიგულები დღეს ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტობუსის მძღოლ  ქალბატონებს, კომუნალური მეურნეობის სამსახურის მეეზოვეებს, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის ბრიგადის  მორიგე ქალბატონებსაც გადასცა, ყურადღების მიღმა არც ჩვენ დავუტოვებივართ და ულამაზესი თაიგულით ჩვენც დაგვასაჩუქრეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებიც     თაიგულებით დასაჩუქრდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები