ახალი, 2024 წლის შემობრძანებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ მიულოცეს. დღის ცენტრის აღსაზრდელები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მცირე ღონისძიებით დახვდნენ, რის შემდეგაც ისინი საახალწლო საჩუქრებით დასაჩუქრდნენ და ტრადიციულად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში არაერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა სპეციალური საჭიროების სხვადასხვა სერვისით.