2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგების მიხედვით, ბოლნისი 43%-ით, ქვემო ქართლის ლიდერი მუნიციპალიტეტი გახდა, 64 მუნიციპალიტეტს შორის კი მე-15 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბოლნისის შედეგი – 13% იყო და რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებდა. 2023 წლის შედეგით ბოლნისი უსწრებს თბილისს, ქუთაისს, გორს, რუსთავსა და მცხეთას.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელების, შეტყობინებებზე პასუხისა და უკუკავშირის ხარისხის მიხედვით, აქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას 100% აქვს.
ინდექსი წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს მუნიციპალიტეტში ღიაობისა და გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.lsgindex.org/