ხუთშაბათი, ოქტომბერი 3, 2024
spot_img

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრა ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას ბოლნისიდან წარუდგინა, მუნიციპალიტეტიდან, რომელსაც მეღვინეობა-მევენახეობის დიდი კულტურა და ტრადიციები აქვს. სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის დახმარებით, ბოლნისში ოცდაათამდე საოჯახო მარანი, უძველესი ტრადიციული  მეთოდით,   მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. სწორედ აღნიშნული დარგის ხელშეწყობისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ განხორციელებული და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელსუფლებასთან ერთად  კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრამდე სტუმრებმა სოფელ დისველში ეკო მიგრანტ  ქალთა კოოპერატივი „დისველი“ დაათვალიერეს და ყველის საწარმოს  მუშაობას გაეცვნენ,რამდენიმე წელია კოოპერატივი  რძეს   ადგილობრივ მოსახლეობისგან იბარებს და რეალიზებას დედაქალაქის სუპერმარკეტებში ახდენს, დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში, ელიას მთაზე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, ტერასებზე გაშენებული ვაზიც დაათვალიერა, ახალ მუზეუმში კი, საგამოფენო     სივრცეებში განთავსებულ ექსპონატების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები