აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

0
224

დღეს საქართველოში 2008 წელს დაღუპულ მეომრებს იხსენებენ.  ,,ქართული ოცნების ‘’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის   მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა,  ბოლნისელ ახალგარზდებთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების   საბა დადვანის, ასლან შაინიძისა და ნოდარ დევნოზაშვილის საფლავები გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოლნისელი ჯარისკაცების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს   ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც.

შეგახსენებთ, იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა.  ბოლნისის მერიამ კი,  დახმარების სახით, გარდაცვლილი გმირების ოჯახებს  500 ლარი გადასცა.

რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი, საკუთარ ქვეყანაში, დევნილად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

წინა სტატიაიმუნიზაციის პროცესი ქვემო ქართლში აქტიურ ფაზაშია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა