HomeTVბოლნისში თეატრალური სეზონი კრიტით გაიხსნა

ბოლნისში თეატრალური სეზონი კრიტით გაიხსნა

ბოლნისის თეატრმა, თეატრალური სეზონი განსაკუთრებული ემოციით გაიხსნა ,მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „კრიტის“ განმეორებითი ჩვენება მოეწყო. ეს არის ნამდვილი გენიალური ნაშრომი, რომელიც პირველივე წუთებიდან იპყრობს დარბაზს, თითოეული მაყურებლის გულს ეხება და ყველას წამით მაინც აიძულებს, საკუთარ ცხოვრებასა და სულიერ ღირებულებებზე დაფიქრდეს. სპექტაკლი რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ დიმიტრი მალიაგინის ცნობილი ნაწარმოების, „ბერი არსენის ცხოვრების“ მიხედვით დადგა. მოქმედების ცენტრში ბერი არსენია. მთავარი გმირი მთელი წარმოდგენის განმავლობაში არ ტოვებს სცენას ,ის საოცარი ოსტატობით, უდიდესი ემოციური სიღრმით გადმოსცემს პერსონაჟის შინაგან განცდებს, ფიქრებსა და სულიერ ტკივილს, რაც დარბაზში სულშეგუბებულ სიჩუმესა და თანაგანცდას ქმნის. თეატრალური სეზონის საზეიმო გახსნასა და ამ შთამბეჭდავ წარმოდგენას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში დელეგატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები