შაბათი, ივნისი 21, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 90

„არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას სტუ-ის საიუბილეო სიმპოზიუმზე „ოქროს მედალი“ გადაეცა

0

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.

სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნისა (Gaudeamus Igitur) და ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარდგენით გახსნეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მხარდაჭერისათვის, სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლებთან და უცხოელ მეცნიერებთან ერთად,  „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი და გეოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი თორნიკე ლიპარტია  სტუ-ის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა.

საიუბილეო სიმპოზიუმს სხვადასხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები ესწრებოდნენ.

ხულუტის ციხე- დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

0

5 ოქტომბერს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად, საზოგადოებას ხულუტის ციხე-დარბაზის  სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები გააცნეს.

ნინო ბურჭულაძე- “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”: “ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მაისში დაიწყო და ამ დროისთვის გაიწმინდა  და   გადაეწყო  ციხის მარნის ზედა ნიშნულები.  მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო  ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები.

მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის,  მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბის  სრული აღდგენა, ხოლო  მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე.”

ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა მასშტაბური მოსამზადებელი  სამუშაოები; ძეგლის სკანირების შემდეგ  ჩატარდა გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევა,  ციხე- დარბაზი გაიწმინდა ხე- მცენარეებისგან და მოეწყო   ძეგლამდე ასასვლელი   ბილიკი, რაც  ციხე- დარბაზის დათვალიერებას კიდევ  უფრო კომფორტულს და  უსაფრთხოს გახდის.

ხულუტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის ციხე- დარბაზი  სრულად  არის გაწმენდილი  ნაყარი მიწა- ნაგავისგან.

იმის გამო რომ,  VIII კოშკის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ ამ კოშკზე  მიმდინარეობდა. სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია. ასევე, დასრულებულია  იატაკის მოწყობის ყველა საჭირო  სამუშაოები. ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასასვლელ ბილიკზე დამონტაჟდა ლითონის მოაჯირი. არსებული ბზარების დამუშავება- “ამოკერვა“ მოხდა ციხე- დარბაზის  მესამე კოშკზეც.

პროექტის ღირებულება შეადგენს 776 000 ლარს. ვინაიდან ძეგლი კომპანია “არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. აქტივისტებსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

კახა მჭედლიშვილი, კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორი: „ეს შედეგი, რაც დღეს გვაქვს, აქტივისტთა გაერთიანებასთან „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ თანამშრომლობის შედეგია. ხულუტის ციხე-დარბაზი ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის ძეგლია და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჰყავდეს ამ რეგიონს და კონკრეტულად ამ ციხეს. ჩვენმა კომპანიამ დააფინანსა სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სამსახურები. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა და უახლოეს მომავალში დავგეგმავთ მესამე ეტაპის სამუშაოებს“.

 „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) ხულუტის ციხე-დარბაზს 2017 წლიდან იცავს და ის მეექვსე ძეგლია სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.

საფესტივალო ტერიტორიებზე გაეცნობით და დააგემოვნებთ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებით 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებთ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.

ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

0

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

მასწავლებელთა პროფესიული დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.

განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია მოხდა. შედეგად, დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანის, მათ შორის საქართველოს პედაგოგები 5 ოქტომბერს  პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიებსა თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა მნიშვნელობისა და ღვაწლის სათანადოდო ჩვენება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება

0

🔸 სოფლის მეურნეობის მიმართულებით:

• გაიზრდება სახელმწიფო პროგრამების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ბიუჯეტი;

• მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას;

• გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა;

• United Nations Development Programme – UNDP-ის მხარდაჭერით, დაიწყება ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ევროპული დაფინანსების პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.

🔸 გარემოსდაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია:

• ეკოტურიზმის განვითარება;

• დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა და ახალი ვიზიტორების მოზიდვა;

• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის შესაძლებლობების გაძლიერება.

დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას დაესწრო

0

ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების განხილვის მიზნით, თბილისში ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით მოეწყო. ღონისძიება ,,ათეას“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელთან ჰერალდ ბერგმანთან ერთად გახსნა.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებმა, საბაზისო შეფასების დროს თავმოყრილი მონაცემების პრეზენტაციები მოისმინეს და ექსპერტებთან ერთად, პრიორიტეტებად მიჩნეული სფეროების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. „ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმი“ მიმდინარე წლის დასაწყისში, ,,ათეას“ წევრი, 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობით ჩამოყალიბდა.

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი და ლიეტუვის, როკიშკის სახალხო თეატრი, წარმოგიდგენთ

0

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი და ლიეტუვის, როკიშკის სახალხო თეატრი, წარმოგიდგენთ:ქართულ-ლიეტუვურ სპექტაკლს “უცხო მიწა”რეჟისორები: ნერინგა დანიენე, ლევან ხვიჩია.სცენოგრაფია: სიგიტას ბასჩიონას, ნერინგა დანიენესპექტაკლში მონაწილეობენ: ინდრე ჟილენაიტე, მანტას მეშკუოტის, მარიტე ვაიტუკევიჩიუტე, არტურას ბაშჩიუე, საულიუს იასელიულევიჩუტე, ვალირიუს რანსცევას, სვეტლანა არტემიევა, ვიტაუტას საულის, ზაზა დათიაშვილი, ნინო ალადაშვილი, სანდრო ბეჟანიშვილი, დავით ამირიანი.დასაწყისი:5 ოქტომბერი, 19:00 სთდასწრება თავისუფალია!

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა

0

მდგრადი ენერგეტიკის დღე ბოლნისში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ქალაქის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში, შენობაზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია Let’s do it- Georgia-ს მიერ მოხატული კედელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილესთან ლონგინოზ გასანოვთან და ეკონომიკის სამსახურის უფროსთან გიზო კორტავასთან ერთად გახსნა. დავით შერაზადიშვილი აღსაზრდელებს დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. ღონისძიების ფარგლებში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა, სიმბოლურად გარემოსდაცვით თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინა. მხატვარმა ანა წამალაშვილმა კი პატარებს სახე მოუხატა, ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის თემაზე მოიხატა ასევე ასფალტი. მრავალფეროვანი აქტივობები გამწვანების აქციით დასრულდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სკოლების ეკო კლუბის წევრებთან ერთად კედარის ჯიშის ხეები დარგო. ენერგეტიკის დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

საინფორმაციო შეხვედრა №23 საოლქო-საარჩევნო კომისიაში

0

ბოლნისის ოცდამესამე საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაიმართა შეხვედრა   ადგილობრივ და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ქურდიანმა მათ ინფორმაცია მიაწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კომფორტმშენ XXI“-ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ.

პროექტის მიხედვით, დასახლებების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, მაგისტრალები და სატუმბო სადგურები. ამასთან, რეაბილიტირდება არსებული სატუმბო სადგური, საქლორატორო და რეზერვუარი. კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები 10, ხოლო სამშენებლო სამუშაოები – 24 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 34 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და სოფლების: ბალიჭის, ძველი ქვეშის, ძეძვნარიანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზეც. მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება. ახალი პროგრამით, სახელმწიფო უფრო სწრაფად განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას. პროგრამაში ჩართული სამშენებლო კომპანიები კი, სწრაფ განვითარებას, გამოცდილების გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოებას და შემდგომში მასშტაბურ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტებსა თუ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. წყალმომარაგების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ ბოლნისში „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების (ტანძია, იწრია, რატევანი) წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 7 მილიონიან პროექტსაც ახორციელებს. ასევე, გრძელდება მარნეულის წყლისა და წყალარინების, ასევე ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა.

აღნიშნულ ინფორმაციას ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.