შაბათი, ივნისი 21, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 86

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პროექტი „ადამიანის უფლებების სკოლა 2022“ იოანე ბოლნელის სახელობის  სასულიერო სკოლაში დაიწყო, რომლის მიზანია მოსწავლეებმა გააანალიზონ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექანიზმები. პროექტს ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი ირინა მიქავა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი ახორციელებენ.

„აბულმუგის სპარსული აბანო“ ვიზიტორების მისაღებად მზადაა

0

ბოლნისი-დმანისის ტურისტულ მარშრუტს ახალი ლოკაცია შეემატა. მეჩვიდმეტე საუკუნით დათარიღებული „აბულმუგის სპარსულ აბანოზე“ სამუშაოები დასრულდა. ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა. გვიანი შუა საუკუნეების  აბანოს დაუშლელად და დაუზიანებლად ადგილმონაცვლეობა მოხდა. ძეგლის ახალი „ბინა“ დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისი-სომხეთის გზაზე მდებაროებს. პროექტი „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, რომელსაც წინ დიდი შრომა უძღოდა.

აბანო თავდაპირველად კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა, მისი ადგილმონაცვლეობა, რეაბილიტაცია-რესტავრაცია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გასულ წელს 134 ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადატანა წარმატებით დასრულდა.

გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სპარსული ნაგებობა ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ძეგლის მიმდებარედ მოეწყო ინფრასტრუქტურა, ტურისტებისთვის დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერი, განათებები, გაკეთდა მწვანე ნარგავების ღობე და მოხდა ტერიტორიის გამწვანება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

0

სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.

პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.

 

 

 

 

 

პირველკლასელებს და სასკოლო მზაობის ბავშვებს, საჩუქრად წიგნები გადაეცათ

0

3 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, პირველკლასელებსა და სასკოლო მზაობის 1000-მდე ბავშვს,   წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმო ვითარებაში უსასყიდლოდ გადაეცათ. საგანმანათლებლო მედია პროექტის ,,ეტალონის“ წამყვანის ავტორობით გამოცემულ   სახელმძღვანელოში, შეტანილია  სხვადასხვა შემეცნებითი  ინოვაციური აქტივობები აზროვნებისა და მოტორიკის განვითარებისთვის.

გოჩა ტყეშელაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანმანათლებლო მედია პროექტ  „ეტალონის“ წამყვანი:

-მადლიან საქმეს როცა იწყებ, პირველ რიგში თანამოაზრეები უნდა მოძებნო, ორი-სამი წლის წინ, საოჯახო მზაობის წიგნის შექმნით დავიწყეთ. აქცენტი გავაკეთეთ ოჯახებზე, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებზე, მაშინ რთულად თუ მოიძებნებოდა საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიდან, თანამოაზრეები. სწორედ ერთ-ერთი პირველი ბოლნისი აღმოჩნდა. დავით შერაზადიშვილი, ასევე  სკოლის და ბაღის ხელმძღვანელები, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, აქ ინტელექტის განსაკუთრებული პოტენციალია.

წიგნის საზეიმოდ გადაცემის ღონისძიება, სიმბოლურად, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო მედია პროექტის წამყვანთან ერთად, ისტორიული სკოლის ეზოში არსებული სულხან-საბა ორბელიანის ბიუსტი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც, პატარებისთვის, სხვადასხვა მხიარული და გასართობი აქტივობა გაიმართა.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის ბავშვსა და პირველკლასელს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის შედგენილი წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენს პატარებს სწავლის პროცესს გაუადვილებს და ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მსურს, გოჩა ტყეშელაშვილს, ამ სახელმძღვანელოს შედგენისთვის მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიზანია, მომავალი თაობის განათლების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, სწორედ ამიტომ, მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ.

ღონისძიების ბოლოს, წიგნის ავტორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის, ,,2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მერის“ ტიტული მიანიჭა და დიპლომი გადასცა. „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის სახელმწიფო მოხელის“ საპატიო წოდება, მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმაც მიიღო.

,,ადამიანის უფლებების სკოლა 2022’’ -ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის

0

ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი ირინა მიქავა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს   იწყებენ, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“  ფინანსური მხარდაჭერით  შვიდიდან ცამეტი ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში.

აქტივობების მიზანია, IX-XII კლასის მოსწავლეებმა გაანალიზონ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექნიზმები. აქტივობები ტარდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ თანასწორობას საქართველოში. პროექტი  ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

,,თუ ცხოვრობ ბოლნისში, ხარ IX-XII კლასის მოსწავლე და გაქვს სურვილი

გაიღრმავო თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა ადამიანის უფლებების

მიმართულებით ეს პროექტი შენთვისაა.

შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/…/13oEOvpxMpUg3VzYNfdTR…/edit

5 ნოემბრის ჩათვლით.

შევსებისას აუცილებლად მიუთითე მოქმედი სამუშაო ელ.ფოსტა / ტელ.

ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით არაუგვიანეს 5 ნოემბრისა

პროექტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას:

Ø მიიღოთ მატერიალურ-სამართლებრივი ცოდნა;

Ø მოახდინოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება;

Ø დახვეწოთ საჯარო გამოსვლის ტექნიკები ფართო აუდიტორიის წინაშე;

Ø მიიღოთ ახალი სასარგებლო ცოდნა, რომელიც დააჩქარებს თქვენ კარიერულ

წარმატებას

Ø გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ ახალ საინტერესო ადამიანებს!

პროექტი მოიცავს :

I ეტაპი – „ადამიანის უფლებების სკოლა 2022 გახსნა- 7 ნოემბერი

II ეტაპი – ფილმის ჩვენება/პროკურორთან შეხვედრა -12 ნოემბერი

III ეტაპი – საჯარო მოხსენების ჩემპიონატი/სერტიფიკატებით დაჯილდოება-10-13 ნოემბერი

ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის  ირინა მიქავას მიერ გაკეთებულ განცხადებაში

„ნეკერი“ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

0

ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია „ნეკერმა“, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში, მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წევრებმა დღის მთავარ თემაზე ისაუბრეს და  ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეჯერდნენ, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისა და მშობლის ურთიერთობას  კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია „ნეკერი“, უახლოეს მომავალში, საინფორმაციო შეხვედრებს პედაგოგებთან, მშობლებთან და აღმზრდელებთან გააგრძელებს.

სამოქალაქო ,,ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

0

პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებისთვის ხმის მიცემა დასრულდა.

კენჭისყრის შედეგად სულ შემოვიდა 3163 ხმა, აქედან 407 ხმა ქალაქ ბოლნისის საპროექტო წინადადებებმა, ხოლო 2756 ხმა სოფლებში განსახორციელებელმა იდეებმა მიიღო.

ქალაქ ბოლნისში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ორმა იდეამ მიიღო:
1.ქალაქ ბოლნისში კინოთეატრის კონსერვაცია- რესტავრირება – 229 ხმა;

  1. ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობა ფეხბურთის მოედნით, ტრენაჟორებითა და სკეიტ პარკით – 96 ხმა
    სოფლებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი შემდეგმა სამმა იდეამ დაიმსახურა:
  2. სოფელ ცურტავში სკვერის მოწყობა – 803 ხმა
  3. სოფელ ბოლნისში სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად – 802 ხმა;
  4. სოფელ რაჭისუბანში სკვერის მოწყობა -306 ხმა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული საპროექტი წინადადებების განსახორციელებლად თანხა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

„ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ წარმატებას, თითოული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის სასურველ პროეტებს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ. თანამონაწილეობითი კულტურის ამაღლების პროცესში კი პროექტს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დების მარანი და დამსხვრეული სტერეოტიპები

0

„მამისეული“ –  ასე ჰქვია ღვინოს, რომელიც სოფელ ხატისოფელში მცირე ტიპის საოჯახო მარანში მზადდება. დებმა მამის მიერ დაწყებული საქმე დედასთან ერთად გააგრძელეს და ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს. მათ ღვინის დაყენება -წარმოება ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაიწყეს, მამისეულმა ხის კასრებმა  და ძველმა ჭურჭელმა,  ეზოში   საჩვენებელი დატვირთვა მოირგო. განსხვავებული პროფესიისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დები    ხშირად ცდილობენ  სოფელში ჩასვლასა და დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია მეღვინეობა საკმაოდ რთულია, (წლების წინ მამაკაცის საქმედ ითვლებოდა) ნელ-ნელა, ამ  მოძველებულმა  სტერეოტიპმა  რღვევა დაიწყო და მეღვინეობა-მევენახეობას  უკვე  ბევრი ქალი მისდევს. დებს ამ სტერეოტიპთანაც მოუწიათ გამკლავება, იყო სიძნელეები, თუმცა შეძლეს და მალევე აუღეს ალღო. ხატისოფელში მოყვანილი ყურძნით  „მამისეულთან“ ერთად, დებმა ექსპერიმენტული ღვინის „თანუნის“ ჩამოსხმაც დაიწყეს.   მარანი კი, რომელსაც  არაერთი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი სტუმრობს,  მალე ტურისტულ დატვირთვასაც შეიძენს.

,,გაზეთი ბოლნისი’’ გიამბობთ, თუ რა გზა გაიარეს  თინათინ და თამარ მოსიაშვილებმა მეღვინე დების სტატუსამდე და რა სირთულეებთან მოუწიათ გამკლავება.

დავიწყოთ თავიდან, როგორია დების  მიერ გაგრძელებული ტრადიცია?

-პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მარნითა და საქმიანობით

დაინტერესებისთვის. მართალია თბილისში დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და დღესაც ძირითადად თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ  სოფელ ხატისოფელში გვაქვს მამისეული სახლი, ეზო და ვენახი.  მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გატარებული. მამაც, ზაურ მოსიაშვილი, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში იყო. რაც თავი გვახსოვს, ჩვენი ოჯახი მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას. ჩვენც მეტ-ნაკლებად ჩართული ვიყავით ამ პროცესში, ბავშვობაში ხანდახან ვენახის სამუშაოებიც შეგვისრულებია. თუმცა, სანამ მამა ცოცხალი იყო, ჩვენი ჩართულობა, ძირითადად მეგობრებთან ერთად,  რთველში გამოიხატებოდა.  ვწურავდით ყურძენს და მივდიოდით.

მამის გარდაცვალებამ სხვა  რეალობის წინაშე დაგვაყენა: ან უნდა გაგვეყიდა ვენახი, ან  გაგვეგრძელებინა საქმე, რომელიც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებდა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში ნაკლებად გვქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია. ვიცოდით, სირთულეები იქნებოდა,  გაგვიჭირდებოდა რომ არა დედის თანადგომა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვენახის მოვლაში ძალიან გვეხმარება  კარის მეზობელი ვაჟა მაღრაძე. წარმოების პროცესში კი აქტიურადაა ჩართული ჩვენი სიძე, დავით მუხიგულაშვილი.

რამდენადაც  ცნობილია, ძირითადად, სხვა სფეროში მოღვაწეობთ.

-თამარი  აღმოსავლეთმცოდნეა, მე გიდი, გეოგრაფი და ჟურნალისტი,

ორივე ვმუშაობთ უნივერსიტეტში და ვეწევით პედაგოგიურ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ჩვენს საქმიანობასთან ერთად,  ვცდილობთ მივხედოთ სოფელს, ვენახს, ვაწარმოოთ ღვინო და გავაგრძელოთ ოჯახური ტრადიცია.

ოჯახურმა ტრადიციამ ბიზნესის სახე როგორ მიიღო?

-სანამ მამა ცოცხალი იყო, ყურძენს დიდ „ჩანში“ ვწურავდით და ღვინოს მუხის

კასრებში ვაყენებდით, ამ ინვენტარს სერიოზული მოვლა სჭირდებოდა.  როდესაც გადავწყვიტეთ მამისეული ტრადიციის გაგრძელება,  შევაკეთეთ ინვენტარი.

ამავე დროს,  ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, ქვევრების შეძენა და ამ ტრადიციის აღდგენა. სწორედ ამ დროს, 2016 წლის გაზაფხულზე, გამოცხადდა კონკურსი პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთვის“. გავაგზავნეთ საპროექტო იდეა, სადაც მითითებული გვქონდა, რომ არ ვიყავით გამოცდილი მეღვინეები, მაგრამ გვინდოდა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება.  გავიარეთ იდეების, ბიზნესგეგმების, გასაუბრების ეტაპები და მივიღეთ პირველი დაფინანსება. შედეგად ჩავყარეთ ქვევრები და შევიძინეთ ინვენტარი.

„მამისეული მარნის“ პირველი ღვინო,  მის მიერ  ბოლო მოსავლით მოწეული და დაყენებული  იყო,  რამდენიმე ბოთლი კიდევ გვაქვს შემორჩენილი.

რეალურად ღვინის წარმოება დავიწყეთ 2017 წლიდან.

დღეს რა ღვინოებს აწარმოებთ?

 ამ ეტაპზე გვაქვს ორი ღვინო – რქაწითელი და თავკვერი. ეტიკეტებსაც რომ დახედოთ, ნახავთ განსხვავებას. რქაწითელის ეტიკეტზე ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის ტაძარი და ზვრებია გამოსახული,  ღვინოც ტრადიული წესით, ქვევრში მზადდება. მოკლედ ჩვენი რქაწითელი ტრადიციების გაგრძელებას გვიჩვენებს.

რაც შეეხება „თანუნის“, მის ეტიკეტზე ტანგოს მოცეკვავე გოგოა გამოსახული, ეს ექსპერიმენტული ღვინოა, მოცეკვავე გოგოს ღვინო.

რატომ „თანუნი“?

-იმიტომ, რომ თანუნის და თინუნის გვეძახდნენ ჩვენი  დისშვილები: გვანცა და გიო.  

რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ?

-ჩვენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვაქვს დიდი რაოდენობით ღვინო. გვაქვს 200-300 ლიტრი „თავკვერი“ და 1000-1200 ლიტრი რქაწითელი.

სად ხდება ღვინის რეალიზაცია?

-ჩვენი ღვინოები დევს თბილისის რამდენიმე ღვინის მაღაზიაში: „ნინო მერის ღვინის მაღაზია“, „ვაინ მარკეტი“…

წელს პირველი პარტია „თანუნი“ გავუშვით საფრანგეთშიც.

რა სირთულეებს აწყდებით, როგორც ქალი მეღვინეები?

-მთავარი ის იყო, რომ ბევრი კურსის გავლა დაგვჭირდა. დღესაც სისტემატიურად გავდივართ სხვადასხვა კურსს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვგრძნობთ თანადგომას მეღვინე მამაკაცებისგან. მათ შორის ბოლნისელი მეღვინეებისგან.

რა გეგმები გაქვთ?

-უახლოეს პერიოდში გვინდა მარანს მივცეთ ტურისტული სახე. ისე, რომ ბოლნისის „ღვინის გზის“ მარნებშიც შევიდეს  და ტურისტებისთვისაც საინტერესო ობიექტი გახდეს.

– მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის და თბილი მასპინძლობისთის, გაზეთ „ბოლნისის“ სახელით წარმატებებს გისურცვებთ.

მაგდა დევნოზაშვილი

N9 – ნოემბერი

0
2022 ნოემბერი N9
2022 ნოემბერი N9

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია გახსნა

0

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ქალაქ თბილისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა ზარდიაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლალი ახვლედიანს, ხოლო მესამე ადგილი თბილისის 112-ე საჯარო სკოლისა და შპს „ლამპრის“ პედაგოგს მარიამ გვასალიას ერგო. კონკურსის ფარგლებში დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკრის“ პედაგოგს რუსუდან ყოინაშვილს გადაეცა.მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტობა და მთელი გულით გისურვოთ წარმატებები და წინსვლა თქვენს საქმიანობაში!თქვენ, პედაგოგები ემსახურებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას და ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც განათლებული თაობების აღზრდით შეგაქვთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში. საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პედაგოგების როლის კიდევ უფრო დაფასებას და მათი შრომის აღიარებას ისახავს მიზნად. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ტრადიციას კვლავ ვაგრძელებთ და დღეს მაქვს პატივი, ფინალისტებს პირადად მივულოცო მიღწეული წარმატება. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში მასწავლებლობა კიდევ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ყოველწლიურად მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ. მსურს, მადლობა გადავუხადო კონკურსის პარტნიორ ორგანიზაციებს – იტალიის საელჩოსა და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველ წელს აქტიურად არიან ჩართულნი იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ორგანიზებაში.ჩვენ იტალიასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და განათლების ყველა საფეხურზე არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას. კიდევ ერთხელ, მინდა, პედაგოგებს გულითადად მოგილოცოთ გამარჯვება, პროფესიული წინსვლა და კეთილდღეობა გისურვოთ!“ცერემონიის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებლებს სპეციალური პრიზები მიხეილ ჩხენკელმა, კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გადასცა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ, იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან – იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია „მინერვა”.საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს. საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.