ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
spot_img

საინფორმაციო კამპანია COVID-19-ის წინააღმდეგ პრევენციისთვის გრძელდება

[:en]

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით დღეს მორიგი აქტივობა განხორციელდა, ორგანიზაციის მიერ მოწოდებული  550-მდე ჩანთა, მოსახლეობას დაურიგდა.   რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის  პრევენციული  ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. კამპანიის მიზანია მოქალაქეების  უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით.  

„მაშინ როდესაც პანდემია მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი საკითხია, ჩნდება კითხვა: არის კი საჭირო დამატებითი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება? ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა „დიახ“ და გარკვეული ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის აუცილებლობა დაგვანახა. ერთის მხრივ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ – თავი დაიცვან დეზინფორმაციისაგან. მიმდინარე პერიოდში, სურსათის ჩანთებზე, რომლებიც ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობით გადაეცემა მოწყვლად მოსახლეობას, განთავსებულია ინფორმაცია აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე“. – განაცხადა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). 

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები