შაბათი, აგვისტო 16, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 158

N8 სექტემბერი

0
2021 სექტემბერი N8
2021 სექტემბერი N8

ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

0

მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე ხიდის მშენებლობის სამუშაოები ხორციელდება.

ობიექტზე ბეტონის ბურჯები უკვე ჩასხმულია, ამ ეტაპზე კი რიგელების მოწყობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

“არემჯი აურამაინში” მაღაროელის პროფესიული დღე აღინიშნა

0

 

არემჯი აურამაინში” მაღაროელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონოსძიება  გაიმართა.

კომპანიის მენეჯმენტმა, მაღაროელთა პროფესიული დღე,  ბექთაქარის თანამედროვე, დახურული ტიპის მიწისქვეშა მაღაროს თანამშრომლებს მიულოცა. ადგილზე პრაქტიკული და თეორიული ტესტირების საფუძველზე, სიმბოლურად სამი „საუკეთესო მაღაროელი“ გამოვლინდა, რომლებსაც სამახსოვრო  სიგელები გადაეცათ.

„ყველა მაღაროელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი ასეთი რთული საქმის ერთგულებისთვის. ეს ადამიანები გმირები არიან, მათი საქმიანობა საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. მოხარული ვარ, რომ უამრავი ახლაგაზრდა არის დაინტერესებული სამთოელის პროფესიით და ვუსურვებ მათ, რომ  მომავალშიც უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით გააგრძელონ  პროფესიული მოვალეობის შესრულება.“ – განაცხადა “არემჯი აურამაინის” გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ლიპარიამ.

მაღაროელები და მეშახტეები, მაღაროელთა პროფესიულ დღეს ყოველი წლის აგვისტოს თვის ბოლო კვირას აღნიშნავენ, კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, კომპანიაში პროფესიული დღის უფრო პომპეზურად აღნიშვნა იგეგმება.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

0

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.

აქცია 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);

საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სოფელ სავანეთის სკოლაში შიდა ინტერიერის მოწყობის
სამუშაოები ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

სამუშაოები ცენტრალური მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 62 000 ლარს შეადგენს.

18 წლის საბა ხვადაგიანი ქვეყნის მთავარ ნაკრებში ითამაშებს

0

ბოლნისელი საბა ხვადაგიანი,საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალწვეულია.ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის იგი 26 კაციან განაცხადში შეიყვანა.როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მისთვის მოულოდნელი და ემოციური იყო. მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თამაში.

ვაქცინის ბუსტერულ დოზაზე ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი

0

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესიით მიმდინარე. ესენი შეიძლება იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რევმატოლოგიური დაავადებით დაავადებული ადამიანები – ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია. შესაბამისად, ასეთ ადამიანებში მსოფლიოში განიხილება 6-8 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის დამატება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც განიხილავს ამას და როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, ჩვენც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ“,განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სოფელ მუშევანთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მუშევანთან, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელ ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე

 ჯებირების გამაგრებისთი  სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი ასფალტის საფარი დაიგება, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 85 000 ლარს შეადგენს.

ხიდის რეაბილიტაციის შედეგად სოფელში გადაადგილება რომ არ შეფერხდეს მდინარეზე გადასასვლელი დროებითი  ხიდი მოეწყო.

ილია მეორე მრევლს მიმართავს

0

ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, – ფერისცვალებას, რომელიც არის წინასახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყინვებისა.ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ.ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები.მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა:

,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”……

ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.

საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე – 18.08.2021წ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

0

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

მარიამობის მარხვა ფერისცვალებას თევზით ხსნილია. ამასთან ერთად, დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.