პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 145

ვაქცინაციის შესახებ ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

0

,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს, შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები სოფელ ბოლნისში და მამხუტში ჩატარდა. მოსახლებას ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ექიმი რევმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ნიკა კაჭარავა ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ვაქცინაციის მსურველებს კოვიდსაწინააღმდეგო  აცრა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით ექიმმა ნიკა კაჭარავამ   გაუკეთა. მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ სადაც დეტალურადაა გაწერილი ინფორმაცია ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ.

სალომე ოდიშარია, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი:

 ვაქცინაციის კამპანიას სექტემბრის თვიდან აქტიურად ვატარებთ, 70-მდე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია ვაქცინის და ვაქცინაციის შესახებ, ამიტომ თავს იკავებენ აცრისგან, ეს ყოველივე რომ აღმოიფხვრას და ადამიანებმა გაიგონ სწორი ინფორმაცია, ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.

,,ჩამოვედით იმისთვის, რომ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას ეპიდემიისა და ვაქცინაციის შესახებ, შეხვედრების ჩატარების შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა აცრის სურვილი, მძიმე ვითარებაა და  ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.“-აღნიშნა ექიმმა რევმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა ნიკა კაჭარავამ.

საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 30 სკოლას შორის ბოლნისის სამი სკოლა მოხვდა

0

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის პროექტის ,,სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში “ საპილოტე პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში უკვე დაიწყო. საქართველოს მასშტაბით  შერჩეულ 30 სკოლას შორის ქალაქ ბოლნისის №5, სოფელ რატევნისა და სოფელ დისველის  საჯარო სკოლები მოხვდნენ. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში,რომლიც მიზნად ისახავს მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში, კათედრების სისტემის გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სასწავლო რესურსების პირველი კრებული კათედრის ხელმძღვანელებისთვის, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, საქართველოში პროექტს, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა მავნებელ -დაავადებათა წინააღმდეგ ხე-მცენარეების წამლობის საუშაოები ჩაატარა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა მავნებელ -დაავადებათა წინააღმდეგ ხე-მცენარეების წამლობის საუშაოები ჩაატარა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვისა და მოვლის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ამჯერად, სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ნაწილში მავნებელ¬-დაავადებათა წინააღმდეგ ხე-მცენარეების წამლობის საუშაოები ჩაატარეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

0

სელექტიური კონტრაქტირების საკითხთან დაკავშირებით, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.სამედიცინო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული.სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი.მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება კლინიკების მონაწილეობა სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში, კერძოდ, COVID- 19-ის შემთხვევების მართვა და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პროცესი.სელექტიურ კონტრაქტირებას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.სელექტიური კონტრაქტირების პრინციპი საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისებასაც ითვალისწინებს.

7 დეკემბრის კოვიდ სტატისტიკა რეგიონებში

0

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა დ შიდა ქართლში გამოვლინდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 635, ქვემო ქართლი – 250, შიდა ქართლი – 366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 92, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -51“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 875 806 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 817 963, გარდაიცვალა 12 519 პაციენტი.

რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაცული იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის მოსაზრებებიც.

„ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები, თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რამაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ქედელიძე ესწრებოდნენ.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე,  104-დან 110 ნომრის ჩათვლით, მდებარე შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. ფასადები ქვა-ბამბის მასალით იფუთება და იცვლება სახლის სახურავებიც. სამუშაოები მიმდინარეობს კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერშიც, სადაც უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და  საბავშვო ატრაქციონები, ამ ეტაპზე კი სკვერის ლანდშაფტის დიზაინის შემუშავება ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა

0

ფაიზერის ვაქცინით აცრილთათვის ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით უნდა მოხდეს, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/ ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს . COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ბოლნისის ახალი მუზეუმი ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″-ის ფინალურ ნომინანტად დასახელდა!

0

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″ ფინალურ ნომინანტად დასახელდა!

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო წარმოაჩენს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროებას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.

კონკურსზე საქართველო პირველად 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით წარსდგა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე. სვანეთის მუზეუმი დასახელებული იყო ნომინაციაში: ,,სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის”.

საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი გამოავლენს 2022 წლის მაისში დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის ქალაქ ტარტუში.